საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საგანგებო შტაბის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ამ წუთებში თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს.
მთავრობის მეთაური შესაბამის უწყებებს დავალებებს მისცემს, რათა დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხერხდეს.
სხდომას ესწრებიან უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, ასევე, ცენტრალური და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები.

პრემიერ-მინისტრის პრესსმსახური