საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერი სტიქიის ზონაში იმყოფება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში სტიქიის ზონაში იმყოფება და შექმნილ ვითარებას პირადად ეცნობა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემები მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოიფხვრას.
"საკმაოდ რთული ვითარებაა, მსგავსი დედაქალაქში არ ყოფილა. მთელი მთავრობა, თბილისის მერია და შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან. ჩვენ დავეხმარებით ყველა ოჯახს, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალდა. ვიცი, რომ ბევრს სახლები დაენგრა. რამდენიმე ათეული ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ჩვენმა მაშველებმა, პატრულმა, ძალიან კარგად იმუშავეს და მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ სიტუაცია კონტროლდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოიფხვრას ეს ყველაფერი",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსმსახური