საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერის დავალებით საგანგებო შტაბი შეიქმნა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, თბილისში, ძლიერი წვიმის გამო შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციოდ, საგანგებო შტაბი შეიქმნა.
საგანგებო შტაბის კოორდინაცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დაევალა. შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერიის და დედაქალაქის რაიონების გამგეობების წარმომადგენლები, რათა დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხერხდეს.
საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ინფორმაცია, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში მიეწოდება.