საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ილჰამ ალიევთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-11

ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრისას. შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და ილჰამ ალიევს შორის ზაგულბას საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. გამოითქვა სურვილი, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაღრმავდეს პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური