საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საუდის არაბეთის პრინცის ვიზიტი დასრულდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-10

   

საუდის არაბეთის პრინც ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
მაღალი რანგის სტუმარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილეს.
საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც თბილისში პრემიერ-მინისტრის მოწვევით იმყოფებოდა, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაეცნო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური