საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ოფიციალური ვახშამი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-10

   

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის პრინცს, მის აღმატებულება ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
მთავრობის მეთაური და საუდის არაბეთის პრინცი, ქართული ნაციონალური ბალეტის - „სუხიშვილების" კონცერტს დაესწრნენ, რომელიც მაღალი რანგის სტუმრის პატივსაცემად გაიმართა.
საუდის არაბეთის სამეფოს დამაარსებლისა და პირველი მმართველის, მეფე აბდულაზიზ ალ საუდის შთამომავალი, თბილისს პრემიერ-მინისტრის მოწვევით ეწვია და საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს გაეცნო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური