საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საუდის არაბეთის პრინცს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-10

  

საუდის არაბეთის პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ საუდი საქართველოს საპატიო მოქალაქე გახდა, - შესაბამისი განკარგულება და მედალიონი საუდის არაბეთის პრინცს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა.

ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ საუდს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა საქართველოს მთავრობის მეთაურის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით მიენიჭა.
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიო სტუმარს მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური