საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი - ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს უნდა გადავხედოთ ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-08

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კოლაფსი განიცადა და ჩვენ ვალდებული ვართ, მას გადავხედოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღმაშფოთებელია, რომ მკვლელობაში ბრალდებული ადამიანის გასამართლება ვერ მოხერხდა.
„ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ ინსტიტუტმა განიცდა სრული კოლაფსი და კრახი. ჩვენ ვართ ვალდებული, ამას გადავხედოთ და ხარვეზი გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, დაზარალებულს, ლაშა მახარაძის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს. ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ და რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ეს ინსტიტუტი ჩავარდა და სრული კოლაფსი განიცადა. ასე, რომ ჩვენ ამას აუცილებლად და ძალიან მალე უნდა გადავხედოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური