საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “ლეო გრანდი” გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-07

   

კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ბათუმში, - "ლეო გრანდი" დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია, 180 ნომერი და მსოფლიო კლასის მომსახურება - მთავრობის მეთაურმა ბათუმელებს წარმატებული პროექტის განხორციელება მიულოცა და თურქ ინვესტორს საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა.

პრემიერი ბათუმის მიმართ ინვესტორთა ინტერესის ზრდას მიესალმება. "ეს არის უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ჩვენ ბათუმში გავხსენით. წელს კიდევ რამდენიმე სასტუმრო გაიხსნება. დინამიკა ოპტიმისტურია, ტურისტების რაოდენობა იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრია განთავსებული. სასტუმროში 700 ადამიანი დასაქმდა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური