საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გერმანიის ელჩთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-04

საქართველო იყო ყველაზე საინტერესო ადგილი, სადაც ჩემი კარიერის მანძილზე მიმუშავია, - ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

„ყველამ იცის, რომ ეს არის ულამაზესი ქვეყანა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორი მეგობრულია ქართველი ხალხი", - განაცხადა ორთვინ ჰენიგმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ელჩს მეგობრული დამოკიდებულებისა და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ორთვინ ჰენიგს, რომელიც 2010 წლის მაისიდან არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქმიანობის ხუთწლიანი ვადა ამოეწურა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური