საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ლატვიის არჩეულ პრეზიდენტს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაიმონდს ვეიონისს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს საქმიანობაში, რომელიც ლატვიაში მშვიდობის განმტკიცებასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ემსახურება.

„დარწმუნებული ვარ, თქვენი პირადი წვლილის წყალობით საქართველოსა და ლატვიას შორის ტრადიციული მეგობრობა და პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი სახელმწიფოების საერთო ინტერესების სასარგებლოდ. ამავე დროს, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენი ქვეყნის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებებისადმი, რომლებიც ეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას, ასევე ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას. კიდევ ერთხელ, გისურვებთ წარმატებებს", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური