საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, თბილისის აეროპორტი რუსთაველის სახელობის გახდეს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, თბილისის აეროპორტი რუსთაველის სახელობის გახდეს, - აღნიშნული ინიციატივით ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საკრებულოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმართა.

„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვერ მოხდა თბილისის აეროპორტისთვის სახელის შერჩევა და გადარქმევა. ალექსეევკა, რაც ბოლო წლების განმავლობაში არის დამკვიდრებული, დღემდე სამწუხაროდ ასეა. აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა და მინდა, შევთავაზო თბილისის საკრებულოს და მერიას, იმსჯელონ ამ საკითხზე. იდეა არის შემდეგი, რომ თბილისის აეროპორტს დაერქვას რუსთაველის სახელობის აეროპორტი. მოგეხსენებათ, მომავალ წელს არის რუსთაველის 850 წლის იუბილე და ჩვენ ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით შევქმნათ სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც ამ იუბილეს აღნიშნავს განსაკუთრებულად. მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, თუ თბილისის საკრებულო ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებდა. რა თქმა უნდა, მოსახლეობის აზრიც მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური