საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა დანიის სამეფოს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანიელ კოლეგას ჰელე თორნინგ შმიდტს დანიის სამეფოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მეგობრული კავშირები საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება ორი სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ.

„კიდევ ერთხელ, ვუსურვებ დანიის სამეფოს წარმატებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური