საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროექტებს გაეცნო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-02

2   3


ზუგდიდის დადიანების სასახლე უნიკალური ბოტანიკური ბაღით, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი, ნიკო ნიკოლაძის კოშკი ფოთში, ნოღას ციხის კომპლექსი მარტვილში, სქურის ტაძარი წალენჯიხაში, პირვანდელ სახეს დაიბრუნებენ, - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კულტურული ძეგლების, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონისა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო.
მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიაწოდეს.
მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიაწოდეს.
• სქურის ტაძრის და ნოღას ციხე კომპლექსის, ჩაჟაშის ძეგლთა და მესტიის ცალკეული კოშკების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს; მზადდება ნოქალაქევის საპროექტო დოკუმენტაცია;
• ნიკო დადიანის სასახლესა და ხორავას თეატრში ფიზიკური სამუშაოები ზაფხულში დაიწყება;
საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია ზემო სვანეთში, უშგულში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - ჩაჟაშის და მასში შემავალი რამდენიმე ათეულის კოშკის, მაჩუბისა და ისტორიული საცხოვრისების სრული აღდგენისთვის; ასევე სრულად გამაგრდება მესტიის მუნიციპალიტეტში შემავალი ყველაზე რთული მდგომარეობის კოშკები და მაჩუბები.
2015-2020 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის 28 მილიონი ლარი დაიხარჯება.
უკვე დასრულდა ზუგდიდის ახალი სტადიონის პროექტირება, რომელიც უეფას III კატეგორიის სტადიონის სტანდარტებს შეესაბამება და გათვლილია 7 233 მაყურებელზე. სტადიონს ასევე აქვს სათადარიგო მოედანი 1 224 მაყურებლისთვის, რომელიც სხვადასხვა თამაშის ერთდროულად გამართვის შესაძლებლობას იძლევა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური