საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ზუგდიდში «მაკდონალდსი» გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-02

  

საქართველოს მასშტაბით, რიგით მე-7 რესტორანი, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად ზუგდიდში დღეს „მაკდონალდსი" გახსნა.
ევროპული ტენდენციების მიხედვით შექმნილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რესტორანი უპრეცენდენტოდ მოკლე ვადაში - 5 თვეში აშენდა და განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 5.2 მილიონი ლარი შეადგინა.
„ეს არის უნიკალური პროექტი. მსგავსი ტექნოლოგიებით გაკეთებული რესტორანი მეხუთეა ევროპაში და მისასალმებელია, რომ ის ზუგდიდში გაიხსნა. რესტორნის გახსნაში აქტიურად იყო ჩართული გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლება. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო აშშ-ის ელჩს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი. ჩვენ გვიხარია, რომ კიდევ ერთი ამერიკული რესტორანი გაიხსნა საქართველოში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რესტორანში დასაქმებულია 70 ახალგაზრდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, ბიზნესმენი თემურ ჭყონია ზუგდიდის საპატიო მოქალაქედ დასახელდეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური