საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი პროკურატურის მუშაკებს პროფესიულ დღეს ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-30

პროკურატურის მუშაკთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ქართველ პროკურორებს, საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ქართულ სახელმწიფოს.

დღეს ძალიან დიდია პროკურორების როლი კანონიერების დაცვისა და დანაშაულთან ბრძოლის საქმეში. პროკურორობა რთული და საპატიო საქმეა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება. დღეს თქვენმა პროფესიონალიზმმა, სახელმწიფოსა და საქმისადმი ერთგულებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა - ჩვენს ხალხსა და ქვეყანას თქვენი უანგარო და თავდადებული სამსახურის იმედი აქვს.

მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს იმ წვლილისათვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენს სახელმწიფოში კანონიერების დაცვის საქმეში. ყველას გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი