საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი WIPO–ს გენერალურ დირექტორს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-27

ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურმა დირექტორმა ფრენსის გარიმ.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, რომლის დაცვაც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების" (DCFTA) ფარგლებში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რომელმაც Microsoft-თან სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა, რაც სახელმწიფო დაწესებულებების საინფორმაციო -ტექნოლოგიური სისტემების უსაფრთხოებასა და დაცულობას ნიშნავს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური