საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-25

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ ქართველ ხალხს კეთილდღეობასა და წინსვლას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხანგრძლივი მეგობრული კავშირები კვლავაც მოგვცემს ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას ორივე ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ,"-ნათქვამია მისალოც წერილში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური