საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-22

საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეხუთე სხდომა წელს სოფიაში გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრები რიგაში დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომელსაც ბულგარეთი მხარს უჭერს.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური