საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა სლოვენიის პრემიერ-მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-22

სლოვენია საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მხარს უჭერს, - ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.
მირო ცერარმა ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ერთობლივი ბიზნესფორუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.
ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მირო ცერარს მადლობა გადაუხადა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის, რაც სლოვენიის საკანონმდებლო ორგანომ 13 მაისს განახორციელა.
შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული მიმართულებებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სლოვენიელი კოლეგა აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია, რომელსაც თბილისი ოქტომბერში უმასპინძლებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური