საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-20

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამძიმარს უცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადეს ბაქოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, გაჩენილი ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო.

"უდიდესი გულისტკივილით შევიტყვე ბაქოში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, როდესაც საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს არაერთი ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე ათეული კი მძიმედ დაშავდა. ამ მწუხარების ჟამს, მინდა გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი და გამოვხატო თანადგომა დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი,"-ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში.
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის სახელით, თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და აზერბაიჯანელ ხალხს.

"მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება ბაქოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად არაერთი ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით. ნება მომეცით, საქართველოს მთავრობისა და ჩემი სახელით, გადმოგცეთ გულწრფელი სამძიმარი და დაგიდასტუროთ ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა ამ მძიმე წუთებში,"-აღნიშნულია აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ წერილში.