საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველო-ავსტრიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-19

ტექნოლოგიების სფეროს თანამედროვე და ეფექტურ ადმინისტრირებაში, ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოსა და ავსტრიის მთავრობებს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიას მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილი და ჰაინც ფიშერი დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური