საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

აჭარის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-18

 

აჭარას აქვს უდიდესი პოტენციალი, გამორჩეული რესურსები და მთავრობა მაქსიმალურად მხარს დაგიჭერთ რეგიონში პერსპექტიული და საინტერესო პროექტების განხორციელებაში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში" შეკრებილ ბიზნესმენებს.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბათუმში მსოფლიო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პროექტი შეჩერებული იყო და მშენებლობის გაგრძელება, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არსებული პრობლემების გადაჭრის შედეგად მოხერხდა.

პრემიერმა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია 2012 წლის შემდეგ აჭარაში გახსნილი სასტუმროების და მიმდინარე პროექტების შესახებ:

· გაიხსნა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „დივან სუითს ბათუმი";
· სასტუმრო „აპარტოტელი", ინვესტიციის ოდენობით 5 მლნ დოლარი;
· ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონი",ინვესტიციით - 137 მლნ დოლარი;
· სასტუმრო „ცენტრო-მედი", ინვესტიციის ოდენობით 2,5 მლნ დოლარი;
· მხოლოდ 2015 წელს განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 366 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარია;
· 2014 წელს კერძო პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 2012 წელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა და 276.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; 2013 წელთან შედარებით კი ზრდა 42%-ია. 2013 წელს ინვესტიციების მოცულობამ 195 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა;
· განსახორციელებელი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ 251 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს;
·შპს "Rekan Group Georgia" ახალ ბულვარში აშენებს სასტუმრო კომპლექსს, 50 000 000 დოლარის საინვესტიციო ღირებულებით;
·„ორბი ჯგუფი" იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს და აპარტამენტებს აშენებს, განხორციელდება 30 000 000 ლარის ინვესტიცია;
· შპს „იალჩინი" იუსტიციის სახლის მიმდებარედ ასევე 100-ნომრიან სასტუმროს აშენებს, ინვესტიციის მოცულობა 9 მილიონი აშშ დოლარია.

ვრცლად, აჭარაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ, იხილეთ: http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=418