საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სოკარის რეგიონალური ოფისის გახსნას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12-13 ივნისს ბაქოში, ევროპული ოლიმპიადის გახსნას დაესწრება, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც მსხვილი აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარის" ცენტრალური ოფისის გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა კომპანიის პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს რეგიონალური ოფისის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ „სოკარი" უმნიშვნელოვანესი ინვესტორია.
„ჩვენთვის აზერბაიჯანი არის სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფო და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით აზერბაიჯანული კომპანების ინვესტიციებს საქართველოში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური