საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ბათუმში სომეხ კოლეგას მასპინძლობს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-17

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში სომეხ კოლეგას, ჰოვიკ აბრაჰამიანს მასპინძლობს.
სომხეთის მთავრობის მეთაური საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.
პირისპირ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-სომხეთის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა და ჰოვიკ აბრაჰამიანმა ბათუმის ბულვარში გაისეირნეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ხვალ დატოვებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური