საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერის კომენტარი 17 მაისთან დაკავშირებულ აქციებზე ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-17

ჩვენ დღეს დავამტკიცეთ, რომ ვართ ღირსეული, გამორჩეული ერი და ცივილიზებული სახელმწიფო, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში დღეს გამართულ აქციებს.
მთავრობის მეთაური კმაყოფილია, რომ ყველაფერი მშვიდად, დემოკრატიულად ჩატარდა და ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულ სამსახურებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, მადლობას უხდის.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ღირსეული და გამორჩეული ერი და ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დავამტკიცეთ, რომ ვართ ცივილიზებული სახელმწიფო და ნამდვილად გვსურს ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ასევე მიულოცა პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე და ქართულ ოჯახებს გაძლიერება უსურვა.
„მინდა, ყველას ვუსურვო, გაძლიერდეს ქართული ოჯახი, რადგან ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი და ამაზე დგას ქართული სახელმწიფო", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური