საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა გურიანიუსის კითხვებს უპასუხა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-17

გურიის რეგიონის განვითარება ჩემი პრიორიტეტია, ეს არის უნიკალური მხარე, რომელსაც აქვს უნიკალური რესურსები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩოხატაურში, მშენებარე ხილის გადამამუშავებელ საწარმოში განაცხადა.
პრემიერის დავალებით, იწყება ნაგვისა და სახანძრო მანქანების შესყიდვა, რომლებითაც რეგიონები ეტაპობრივად მომარაგდება, მთავრობა ასევე მუშაობს ბახმაროს სტატუსზე და გურიაში ჩაისა და მოცვის პლანტაციების განვითარებაზე, - ეს ის თემებია, რომლებზეც ირაკლი ღარიბაშვილმა „გურიანიუსის" კითხვებს უპასუხა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური