საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-15

დიდ ქართველ მსახიობს გივი ბერიკაშვილს ვულოცავ დაბადების დღეს.

ბატონი გივი ერთ-ერთი უპირველესია იმ მცირერიცხოვან მსახიობთა შორის, რომელმაც გამოჩენისთანავე მოიპოვა მაყურებლის აღიარება და გულწფელი სიყვარული. სწორედ მისი გმირების კეთილი და უშუალო სახეების გამო მიიღო და შეიყვარა იგი ხალხმა.

გივი ბერიკაშვილის ნიჭისა და მაღალი პროფესიონალიზმის დასტურია ისიც, რომ იგი დღესაც აქტიურად მოღვაწეობს და მისგან კვლავაც ელოდებიან ახალ როლებს.
ვუსურვებ ჩვენს სახელოვან მსახიობს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას და წარმატებებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი