საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

მთავრობა პროკურატურის და შსს-ს რეფორმაზე იმსჯელებს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-15

საქართველოს მთავრობა დღეს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს  რეფორმირების საკითხზე იმსჯელებს, რის შემდეგაც კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პროექტებს სხდომაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური წარადგენენ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც იყო ჩვენი წინასაარჩევნო დანაპირები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას მიესალმა და თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალ მინისტრებს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური