საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი გურიის ახალ გუბერნატორს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-11

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულად გია სალუქვაძე დაინიშნა - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გურიის ახალ გუბერნატორს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა მას წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. გია სალუქვაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის.

გურიის ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა, არის მეცნიერებათა დოქტორი. იგი დღემდე იკავებდა სს გეს "საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორის მრჩევლის პოსტს. არის ყოფილი პოლიტპატიმარი. ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური