საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქობულეთში დაღუპული ბავშვების ოჯახებს დახმარება გადაეცემათ ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს 10-10 ათასი ლარის ოდენობის დახმარება გადაეცემათ.
გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს ქალაქ რუსთავის მერია გაიღებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დაღუპული ბავშვების ოჯახებს და მთელ საქართველოს. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს ობიექტური გამოძიება დაადგენს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური