საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-09

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი მიულოცა.
პრემიერ-მინისტრმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ,,მინდა, მივესალმო ჩვენს ქართველ ვეტერანებს, მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო, რომ მსოფლიოში აღარასოდეს განმეორდეს ის ტრაგედია, როგორიც იყო მეორე მსოფლიო ომი",- მიმართა პრემიერმა ვაკის პარკში შეკრებილ საზოგადოებას. პრემიერ-მინისტრი მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული ფილმის ჩვენებას და ვეტერანების პატივსაცემად გამართულ კონცერტსაც დაესწრო.

,,ეს არის ძალიან დიდი დღე, მე მინდა განსაკუთრებით მოვეფერო ჩვენს ვეტერანებს, მათ მივულოცო დღევანდელი დღე, ვინაიდან მათი მონაწილეობის შედეგად მოხდა, სხვა ხალხთან ერთად, ამ დიდი გამარჯვების მიღწევა“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.


 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური