საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის პასუხი ჟურნალისტებს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-09

ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, უკვე მესამედ მივიღო ნდობა საქართველოს პარლამენტისა და ჩვენი გუნდისგან,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს და პარლამენტში მიმდინარე პროცესი შეაფასა.
"მნიშვნელოვანი დღეები იყო, ჩვენ ვიხილეთ დემოკრატიული, ძალიან ღია და გამჭვირვალე პროცესი. იყო მწვავე დებატები, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა პოლიტიკისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, რომელმაც ჩვენს მთავრობას გამოუცხადა ნდობა. ახლა გვჭირდება ერთიანი ძალისხმევით, განახლებული ენერგიით გავაგრძელოთ ქვეყნის სამსახური,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.