საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის დასკვნითი სიტყვა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-09

ხალხი კითხულობს, მთავრობას ვირჩევთ, თუ რომის პაპს,- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს დასკვნითი სიტყვით მიმართა.
მთავრობის მეთაურმა განვლილი ორი დღე შეაჯამა და დეპუტატებს, მათ შორის ოპონენტებს, რომლებთანაც ცხარე დებატები გაიმართა, მადლობა გადაუხადა.
"დღეს ქართული სახელმწიფო კიდევ უფრო გაძლიერდა, დემოკრატია კიდევ უფრო განმტკიცდა. სახეზეა ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც დამახასიათებელია ცივილიზებული სახელმწიფოსთვის. ქვეყნის დემოკრატიული მეთოდებით მართვა ძალიან მძიმეა. 2012 წელს, ქართველმა ხალხმა უდიდესი ნდობა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილის მთავრობას, კოალიცია "ქართულ ოცნებას" და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს წარმოვადგენ "ქართულ ოცნებას", მაქვს პატივი ვიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ძვირფას ხალხს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ინტერესების მნიშვნელობაზე ხაზგასმით ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარია, პირადი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არასოდეს დადგეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური