საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სამთავრობო კომისიის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-06

ჩვენ გვაქვს დიდი პატივი, ღირსეულად გიმასპინძლოთ საქართველოში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის წარმომადგენლებს, ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის სხდომაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ღონისძიების მნიშვნელობას, რომელიც კავკასიაში პირველად, 14-15 მაისს, თბილისში გაიმართება.
ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზებისთვის სახელმწიფომ 17 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. პრემიერი შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ ღონისძიება სამაგალითოდ იქნება ორგანიზებული.
„ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება განაპირობა განხორციელებულმა რეფორმებმა, დემოკრატიის განვითარების კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის სექტორებში არსებულმა პოტენციალმა", - განაცხადა პრემიერმა და EBRD-ის მმართველთა საბჭოს საქართველოს მთავრობისადმი ნდობის დემონსტრირებისთვის მადლობა გადაუხადა.
განხორციელებული საორგანიზაციო სამუშაოების შესახებ, კომისიის სხდომაზე დეტალურად ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ისაუბრა.