საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-06

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მთავრობის შემადგენლობაში არაფერი შეიცვლება და იმედი გვაქვს, რომ მოხდება მთავრობის შემადგენლობის დროულად გადაგზავნა პარლამენტში,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, პარლამენტის წევრები მზად არიან საკომიტეტო განხილვებისა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის.
"გუშინ მთავრობის ადმინისტრაციამ გააკეთა კომენტარი. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მთავრობის შემადგენლობაში არაფერი შეიცვლება. იმედი გვაქვს, რომ მოხდება დროულად გადაგზავნა პარლამენტში. პარლამენტის მხრიდან სრული მზაობაა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც როგორც მე შევიტყვე, რომ დროულად მოხდეს განხილვა კომიტეტებში და შემდეგ პლენარულ სესიაზე მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, კვირას თბილისს მნიშვნელოვანი დელეგაციები ესტუმრებიან, ხოლო მომდევნო კვირას დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები.
"კვირისთვის უკვე ველოდებით სტუმრებს. ასევე, ჩამოდის ჩინეთის სოფლის მეურნების მინისტრი, რაც არის პირველი შემთხვევა. ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი მომავალ კვირას, ძალიან დატვირთულები ვართ. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა", - აღნიშნა პრემიერმა.