საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ნეპალელ ხალხს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-27

დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ნეპალში მომხდარი ტრაგედიის გამო. დამანგრეველ მიწისძვრას 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ნეპალელ ხალხს, თანავუგრძნობ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებ მათ გამძლეობას ამ დიდი განსაცდელის დროს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი