საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სამთავრობო კომისიის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-24

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „თბილისი 2015"-ის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების ტემპით დაინტერესდა. მთავრობის მეთაურს სპორტული ობიექტების მშენებლობის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიაწოდეს.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ გავეცნოთ, თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, რა სიტუაცია გვაქვს ობიექტებზე, ხომ არ გვაქვს სადმე ჩამორჩენა და ზოგადად როგორია შესრულების ტემპი,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დაწყების წინ.
კომისიის წევრებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და გაეცნენ ოლიმპიური ჩირაღდნის დიზაინს.
პრემიერ-მინისტრი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიის სცენარითაც დაინტერესდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური