საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ბელარუსის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილი ბელარუსში მიიწვია ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-23

ბელარუსის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილი ბელარუსში მიიწვია- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს და ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის წევრებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.
ოფიციალური სადილის დაწყებამდე, სტუმრებმა რამდენიმე სახეობის ქართული ღვინო დააგემოვნეს და ქართული ღვინის ისტორიის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური