საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრა ბელარუსის პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-23

საქართველო-ბელარუსის ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის მთავარი თემა.
პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გაიმართა, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის მნიშვნელობა.
პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა საქართველოში ბელარუს ბიზნესმენთა დელეგაციისა და საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც ბიზნესებს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარებას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური