საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

მცხეთა-მთიანეთის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-22

ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი, სოფლის მეურნეობისა და წარმოების აღორძინების პერსპექტივები-პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი დღეს ბიზნესმენებს გააცნო.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ადგილობრივი პოტენციალის სწორად გამოყენების შემთხვევაში, თითოეული ოჯახი, შესაბამისად, რეგიონი და მთლიანად სახელმწიფო შეძლებს მდგომარეობის გაუმჯობესებას.

"ამ რეგიონში სოფლის მეურნეობა შეიძლება განვითარდეს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მესაქონლეობა, მეცხვარეობა, რძის, ხორცის, ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი წარმოება, მეფუტკრეობა, მეკარტოფილეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, სასათბურე მეურნეობების განვითარება. ქალაქ მცხეთას აქვს ხილის გადამუშავების, ნატურალური წვენების საწარმოსა და საკონდიტრო საწარმოს ამუშავების შესაძლებლობა. მცხეთის რაიონში არის ტექსტილის წარმოების, საკონდიტრო ქარხნის, კომბინირებული საკვების საწარმოს ამუშავების პერსპექტივა; ყაზბეგში შესაძლებელია ლოგისტიკური ცენტრის, მატყლისა და მატყლის პროდუქციის წარმოების, ტრადიციული ხელსაქმის - სუვენირების და აგრეთვე სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების წარმოების შესაძლებლობა; თიანეთში არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების შესაძლებლობა," - აღნიშნა პრემიერმა.

ვრცლად, რეგიონში მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ იხილეთ: http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=418

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური