საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის სამთავრობო კომისიის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-20

საქართველოს მთავრობა სივრცითი მოწყობის გენერალურ სქემაზე მუშაობს - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს სივრცითი მოწყობის სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი კომისიის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030" შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენა.
საქართველოს სივრცითი მოწყობის სქემის შემუშავებისას მოხდება სხვადასხვა დარგობრივი სტრატეგიების გაერთიანება, ანალიზი და ერთიან კონტექსტში განხილვა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით კარგად ფუნქციონირებადი სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ურბანული სისტემების ჩამოყალიბებას, მასშტაბური საინვესტიციო და განვითარების პროექტებისათვის ძირითადი პრიორიტეტების დასახვას, ძირითადი საკურორტო, სარეკრეაციო, ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების განსაზღვრას, კონკურენტუნარიან და ინოვაციურ განვითარებას, შიდა და რეგიონალურ თანამშრომლობის განვითარებას და სხვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური