საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ათონელის რეზიდენცია ექსპლუატაციაში მიღებულია ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-20

ათონელის რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და ის ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, - ინფორმაცია პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა მიაწოდა.
მინისტრის ცნობით, შენობა მიღებულია ექსპლუატაციაში და ის გარემონტდა, როგორც პრეზიდენტისთვის განკუთვნილი რეზიდენცია. როგორც დავით შავლიაშვილმა აღნიშნა, შენობის რემონტის პროცესში, სამინისტროს მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველაფერი სტანდარტების შესაბამისად არის გაკეთებული.
მომდევნო ეტაპი რეზიდენციის შენობის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას გულისხმობს, რის შემდეგაც მის ფუნქციაზე საქართველოს მთავრობა იმსჯელებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური