საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-18

მცირე და მიკრო მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას გაესაუბრა.

ადგილობრივებმა მთავრობის მეთაურს რამდენიმე საკითხის მოგვარების თხოვნით მიმართეს. მათი ინფორმაციით, ხეების მოჭრის შესაძლებლობა არ ეძლევათ. პრემიერმა გარემოს დაცვის მინისტრს დაავალა გარკვევა, აქვს თუ არა ადგილი საბოტაჟს და რატომ ეშლება ხელი მოსახლეობას.

პრემიერს ასევე მოტობლოკების დროულად მიწოდების თხოვნით მიმართეს, რასთან დაკავშირებითაც, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მათ განუმარტა, რომ მოტობლოკებს მომავალ კვირას მიიღებენ.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მოსახლეობამ ისაუბრა იმ ბარიერზე, რასაც ადგილობრივ მშენებლებს ელექტრონული ტენდერები უქმნის. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ტენდერში უპირატესობა ენიჭება კონკურენტულ ფასს და მთავრობას ამ საკითხში ჩარევის ბერკეტი არ გააჩნია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური