საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სოკარის პრეზიდენტს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-17

ორი ქვეყნის ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ,,სოკარის" პრეზიდენტის, როვნაგ აბდულაევის შეხვედრაზე. მხარეებმა მიმდინარე საინვესტიციო პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „სოკარი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური