საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრის პრეზენტაციაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-16

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრი თბილისში, - პრეზენტაციას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი ცენტრი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, წარმატებით განახორციელოს ქვეყანაში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სტრატეგია, რომელსაც კოორდინაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო უწევს.
„დღეს ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, აკონტროლოს ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გადაადგილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო საზღვარზე. ჩვენ რეალური და ქმედითი ნაბიჯები გადავდგით საზღვრის დაცვის მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მადლობა გადაუხადა ამერიკის ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს, გახდეს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტიური მონაწილე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური