საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი 9 აპრილის მემორიალთან ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
„26 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ეს არის ტრაგიკული თარიღი და ამავე დროს ეს დღე არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და ჩვენი სამშობლოს სიყვარულისთვის ბრძოლის. ამ ადამიანებმა გამოიჩინეს გმირობა და ჩვენ მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და დავიხარჯოთ ბოლომდე. მე ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეამ, ამ ერთიანობამ გამოიღო შედეგი და 1989 წლის 9 აპრილის 2 წლის თავზე, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა," - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.
9 აპრილის მემორიალთან მთავრობის მეთაური შინაგან საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანთან ერთად იმყოფებოდა.

პრემიერ-მინნისტრის პრესსამსახური