საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-08

პროექტის -„ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს შიდა ქართლს ესტუმრა.
მთავრობის მეთაურმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მოისმინა ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე პროექტების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს შიდა ქართლის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და დასახეს ახლო მომავალში განსახორციელებელი ღონისძიებები.
შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები, შიდა ქართლის გუბერნატორი, ქალაქ გორის მერი და რაიონების გამგებლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური