საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-05

დღეს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი მაცხოვრის აღდგომის დღეს ზეიმობს. ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვისთვისაც 5 აპრილი იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულია.
აღდგომა საყოველთაო განახლების, სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისათვის. ვუერთდები ჩვენი თანამემამულეების ამ დიდ სიხარულს, ვუსურვებ მათ მშვიდობასა და წინსვლას.
ირაკლი ღარიბაშვილი