საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ფრაგმენტების დაკრძალვაზე მთავრობის წევრების დაუსწრებლობას ინფორმაციის დაგვიანებით მიღებას უკავშირებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, მთავრობის ადმინისტრაციამ აღნიშნულის შესახებ გვიან შეიტყო და ცნობილი გახდა, რომ დაკრძალვას პრეზიდენტი ესწრებოდა.
„როგორც ჩანს, ეს იყო არაორგანიზებულობის ბრალი. ჩემმა ოფისმა გაიგო ძალიან გვიან. რომ გვქონოდა ინფორმაცია, რა თქმა უნდა, დავესწრებოდით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური